საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

აპარატი 28 მაისი 2026
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტში სტაჟიორების ახალი ნაკადის მიღება ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების შეძენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„პარლამენტში სტაჟიორების ახალი ნაკადი მივიღეთ. სასიხარულოა, რომ იზრდება როგორც სტაჟიორების რაოდენობა, ისე მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობები. მივესალმებით თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტში მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ამ გზით საკუთარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გაივლის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა განაცხადა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს და სახელმწიფო უწყებებს ნიჭიერი კადრების შერჩევაში ეხმარება.

„სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისთვის. ერთი მხრივ, ახალგაზრდები იღებენ იმ საბაზისო გამოცდილებას, რომელიც საჯარო სამსახურში საქმიანობისთვის აუცილებელია, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო სექტორს შესაძლებლობა ეძლევა კონკურენტულ შრომის ბაზარზე ნიჭიერი და პერსპექტიული კადრები შეარჩიოს და მომავალში დაასაქმოს“,  - განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.
​

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R