საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თავმჯდომარე 10 მარტი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს. საუბრის მთავარ თემას საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ორმხრივი ვიზიტების დღის წესრიგის საკითხები წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავამ და ფაიგ გულიევმა შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება. აზერბაიჯანი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორად რეგიონში და საქართველო მხარს უჭერს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მომავალ წლებში.

„დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალ ელჩთან საქართველოში, ბატონ ფაიგ გულიევთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის გარშემოც ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ბატონ ელჩს გავაცანი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საკანონმდებლო დონეზე არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობა და შესაბამისად ელჩმა გამოთქვა მზაობა, მომავალშიც განაგრძოს ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობა“, -  შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა კახა კუჭავამ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, ელდარ ბაირამოვი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში, ნინო ფანჯიკიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R