საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 31 Aug 2016
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც ბუნდესტაგის დეპუტატი კლაუს-პეტერ ფლოსბახი ხელმძღვანელობს. საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და ქართულმა მხარემ სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტსა და ბუნდესტაგს შორის თანამშრომლობის ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სტუდენტების შერჩევას ბუნდესტაგში პრაქტიკის, სტაჟირების გავლისთვის, სადაც ისინი ეცნობიან გერმანელი დეპუტატების საქმიანობას, უშუალოდ მათი ბიუროების საქმიანობას და ზოგადად, ბუნდესტაგში მათი საქმიანობის პოლიტიკურ ნაწილს. ამ პროგრამით, სტიპენდიანტები სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობასაც იღებენ. მათ შეუძლიათ დაესწრონ წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს, ითანამშრომლონ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტთან და შემდგომ აქტიურად იყვნენ ჩართული გნებავთ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში თუ ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა უკვე წლებია გრძელდება და გერმანულ მხარეს მისი გაფართოების სურვილი აქვს, განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„მათ საპარლამენტო მუშაობაში სწორედ მეცნიერების ჩართვის და კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობისას სამეცნიერო დასკვნების მომზადების უნიკალური გამოცდილება აქვთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომი მოწვევის პარლამენტში მათი შემოთავაზება უნდა გამოვიყენოთ და გავაძლიეროთ ჩვენი კვლევითი დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრომლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ შესაბამისი დანაყოფის საქმიანობას ბუნდესტაგში. ზოგადად, შეიძლება ფუნქციებიც კი, უფრო მეტად გავუღრმავოთ ამ სამსახურს იმისთვის, რომ უფრო მეტი იყოს მათი ჩართულობა თუ გნებავთ საკანონმდებლო პროცესში თითოეული დეპუტატისთვის დახმარების გაწევის თვალსაზრისით, ვგულისხმობ მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო დასკვნებს და დოკუმენტების ხარისხს, რომელსაც ისინი ამზადებენ“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტშიც მოხდება გერმანელი სტუდენტების სტაჟირებაზე მოწვევა და პროგრამა გაცვლითი სახის გახდება. „ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არამედ იგივე სახალხო დიპლომატიის და განათლების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. ზოგადად, ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე მხრიდან საკანონმდებლო ორგანოა ჩართული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ბევრი შემოთავაზება იყო და მთვარია, რომ „ჩვენ ეს ეფექტურად გამოვიყენოთ და ჩვენი მხრიდანაც იყოს თანამონაწილეობა და ჩართულობა ამ ტიპის პროექტებში“.

მანანა კობახიძის თქმით, დელეგაციაში იყო არა მხოლოდ ბუნდესტაგის წარმომადგენელი დეპუტატი, არამედ ბუნდესტაგის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აგრეთვე, ჰუმბოლდტის უნივერსისტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, „რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვისაც განათლების სფეროში პრიორიტეტი და წახალისებულია სწორედ საბუნებისმეტყველო და ტექნოლიგიური მიმართულებები“.

გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2017 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 Jun 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 Jun 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 Jun 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R