საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს

თავმჯდომარე 10 ოქტომბერი 2022
პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს

პატივცემულო კოლეგებო,

 

2022 წლის ივლისიდან საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაცემული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

 

საქართველოს პარლამენტი თავად უძღვება ამ პროცესს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისგან შედგება) ჩართულობით. აღნიშნული პროცესი სამ დონეზე მიმდინარეობს: საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სესიის ფორმატში.

 

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა, შედგებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წევრებისგან, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ახალ ინიციატივებს, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ანტი-კორუფციული ორგანოს - GRECO-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, პარლამენტმა კი იგი 5 ოქტომბერს პირველი მოსმენით, მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო. საპარლამენტო განრიგის მიხედვით, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება 13 დეკემბერს იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს, მოგმართოთ თხოვნით, რომ შეიმუშაოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება ინიცირებული ცვლილებების თაობაზე.

 

წერილს თან ერთვის აღნიშნული ცვლილებები და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა.

 

პატივისცემით,

შალვა პაპუაშვილი

  • The Letter of the Chairman of the Parliament of Georgia to Venice Commission and OSCE/ODIHR
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R