საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 09 ივლისი 2026
პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.

საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ რიგი სკოლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საჭიროებენ და ეს შეეხება როგორც საკლასო ოთახების,  ასევე სპორტული მოედნების და დარბაზების კეთილმოწყობას. 

ხაზი გაესვა, რომ მთიანი რეგიონის სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენდა, რის გამოც, ბოლო წლებში მოსწავლეთა ნაკადის შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ, მიგრაციული პროცესები შენელდა და სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება. 

„ზემო აჭარაში სკოლების დათვალიერებისას ჩვენ ვნახეთ როგორც ინფრასტრუქტურულად  გამართული სასწავლო დაწესებულებები, ასევე ისეთი სკოლებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებენ. რეგიონისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს მიგრაცია წარმოადგენდა, თუმცა მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ზემო აჭარაში ტურიზმის განვითარება მთის მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს და სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან  და პედაგოგებთან შეხვედრისას ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე ვისაუბრეთ. კომიტეტი მზად არის თავის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ზემო აჭარაში სასკოლო დაწესებულებებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც გამართულ სასწავლო პროცესს უკავშირდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის წევრები და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების -  ბეღლეთის, ბოძაურის, საციხურის და დაბა შუახევის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში პარლამენტის წევრებთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

„ზემო აჭარაში სხვადასხვა სკოლას ვესტუმრეთ. ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და იმ სამუშაოებს, რომლებსაც სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. უნდა აღნიშნოს, რომ როგორც სკოლების, ასევე ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოებია განხორციელებული, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ადგილზე განსახორციელებელ პროექტებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
07 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R