საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრის, კარლო კოპალიანის ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2017
პარლამენტის წევრის, კარლო კოპალიანის ბრიფინგი

2011 წლის 26 მაისს მომხდარი მოვლენები გაიხსენა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, კარლო კოპალიანმა.

 

„ვერაფრით გვერდს ვერ ავუვლი იმ სისხლიანი თარიღის გახსენებას, რომელსაც ერქვა 2011 წლის 26 მაისი. როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ არნახული სისასტიკე გამოიჩინა და საშინელი მეთოდით გაუსწორდნენ მომიტინგეებს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

 

მან დეტალურად გაიხსენა იმ საშინელ ღამეს განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომლის მონაწილე და თვითმხილველიც თავადაც იყო.

 

„მე, მაშინ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, თუმცა ამასაც არ მოერიდნენ სადამსჯელო ოპერაციის ჯალათები და დამაპატიმრეს. როგორც იმ საშინელი ღამის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოვითხოვ, რომ ამის შემოქმედი ხალხი, რომლებიც დღესაც თავაწეულები გვესაუბრებიან დემოკრატიულ პროცესებზე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

მისი თქმით საქმის გამოძიება და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა იქნება პრევენცია იმისა, რომ მომავალში ანალოგიური რამ აღარ განმეორდეს და საკუთარი ხელისუფლება აღარასოდეს დაუპირისპირდეს საკუთარ ხალხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R