პარლამენტის ვიცესპიკერი ილია ნაკაშიძე მოქალაქეებს შეხვდა
მაჟორიტარი დეპუტატები 09 მარტი 2020

დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა, როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ პრობლემებზე. ამავდროულად, მოქალაქეებისგან მოვისმინეთ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებისა და დღის წესრიგში მდგარი გამოწვევების შეფასება. ძირითადად, ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: დასაქმება, კეთილმოწყობა და სოციალური საკითხები.
ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს გავუწიეთ კონსულტაციები, ხოლო ბიუროში შემოსული განცხადებების საფუძველზე მომზადდება შუამდგომლობები და გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.
