საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 10 დეკემბერი 2025
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილა და 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.


ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო. 


მომხსენებლის განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. 


ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი  ლარის ოდენობით.


ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33,5%-მდე შემცირდება.


„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად  36 მილიარდ 285 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 მილიარდ 760 მილიონი  ლარის ოდენობით განისაზღვრება.


ფინანსთა მინისტრმა ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა. 


„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 668  მილიონ ლარს აჭარბებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება  2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება  365 მილიონ  ლარამდე გაიზარდა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 325 მილიონი  ლარი,  ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება  808 მილიონი  ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 133 მილიონ  ლარამდე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია  443 მილიონ ლარზე მეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი 225 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ  890 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის -  1 მილიარდ 547 მილიონი ლარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 


ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში საპარლამენტო კომიტეტებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.


როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი, გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტი განიხილა და 22 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 19 შესრულდა, სამი კი ნაწილობრივ შესრულდა და მასზე მუშაობა გაგრძელდება.  
​

„ევროკომისია  და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ 2026 წელს საქართველოს უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ექნება.  ბიუჯეტის დეფიციტის კუთხით 2026 წელს მერვე ადგილზე ვიქნებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ხოლო ვალის კუთხით მე-6 ადგილზე, რადგან ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.5% გვაქვს, ხოლო ვალის მოცულობა 33.5 % -მდე შემცირდა, მაშინ როცა პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანაში ვალი იზრდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თუ ახლა მეორე ადგილზე ვართ და ირლანდია გვასწრებს, 2026 წელს პირველ ადგილზე ვიქნებით“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R