საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პლენარული სხდომები 15 ნოემბერი 2022
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.


კანონპროექტში გაწერილია რა იგულისხმება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმებად და მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენად. კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილების შეტანა პროექტში, რომლის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება.


„ჩვენ შემოგთავაზეთ პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და ეს ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ინტერსთა კონფლიქტი და სპეკულაციურად გამოიყენეს, რომ თითქოს ჩვენ ამით ავცდით უკრაინულ მოდელს. გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევა კანონპროექტის ყველა მუხლში და პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის კენჭისყრამდე წარედგინებათ. კანონპროექტით, ასევე, წესრიგდება შემდეგი საკითხები: პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები და ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი. პროექტით, კანონის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 1 ივნისი, ხოლო კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება 2033 წლის 1 ივნისიდან. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში და მისი ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R