საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტები მიიღო

პლენარული სხდომები 29 May 2024
პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს.


უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 80 ხმით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი - 81 ხმით, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი - 79 ხმით მიიღო.


კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ძირითადად რედაქციული ხასიათის ცვლილებებია წარმოდგენილი.


„სამივე საკანონმდებლო პაკეტი ევროკავშირის რეკომენდაციის 9-პუნქტიან გეგმას უკავშირდება. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანით, ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გავაძლიერებთ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკორუფციული ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე შემდგომ გაძლიერებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონშიც, რომელიც ასევე უკავშირდება 9 პუნქტიდან ერთ-ერთს - საერთო სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებით შემდგომ საკანონმდებლო დახვეწას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულების თანამონაწილენი გახდნენ.


„ეს არის ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს საკითხები იყო სამუშაო ჯგუფებში დისკუსიის საგანი. გარკვეული პერიოდი დაჭირდა ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებას და საბოლოოდ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. შესაბამისად, გთხოვთ, გამოვხატოთ ერთობლივი მხარდაჭერა - საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს.


როგორც კანონპროექტებზე კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა 9 პუნქტიდან გამომდინარე სამი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.


​„სამი საკანონმდებლო პაკეტი მივიღეთ, სასამართლოებთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან დაკავშირებით. ამჯერადაც საპარლამენტო უმრავლესობამ, რადიკალური ოპოზიციის გარეშე, მიიღო ის ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის და 9 პუნქტის შესრულებისთვის. ამგვარად, ოპოზიციამ ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესშიც არ მიიღო მონაწილეობა, რაც უნდა დაფიქსირდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 Jul 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 Jul 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 Jul 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R