საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 10 ივნისი 2025
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.


როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.


მისივე თქმით, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე, მიჩნეული იქნება გრანტად. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე,ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.


„გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოურ გრანტებზე შემოღებულ იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კიდევ უფრო მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა რეგლამენტირებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს, მით უმეტეს, არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო - სამეცნიერო სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R