საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვებსაიტებისა და  აპლიკაციების მისაწვდომობის ვალდებულებას აწესებს

პლენარული სხდომები 31 მარტი 2026
პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვებსაიტებისა და  აპლიკაციების მისაწვდომობის ვალდებულებას აწესებს

პარლამენტმა 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ვებსაიტებისა და  აპლიკაციების მისაწვდომობის ვალდებულებას ადგენს.

კერძოდ, განისაზღვრა დაწესებულებები - ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებულები არიან ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა განახორციელონ.

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება კერძო სამართლის იმ სუბიექტის ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელიც ახორციელებს: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მომსახურების მიწოდებას;  სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ან სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი სოციალური დაცვის პროგრამის მიწოდებას; სადაზღვევო მომსახურებას; საბანკო ან მიკროსაფინანსო საქმიანობას; კომუნალური ან ინტერნეტქსელებით მომსახურების საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას (ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია); ავტოსატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას. 

ცვლილება ასევე შეეხება კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტსა და აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც ის ახორციელებს: სურსათის საცალო რეალიზაციას; საფოსტო/საკურიერო მომსახურების მიწოდებას; მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას.

კანონში ცვლილებით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტებისა და აპლიკაციების მიმართ, რომლებიც გამოქვეყნდება 2027 წლის 1 სექტემბრამდე და მათზე ინფორმაციული განახლება არ განხორციელდება 2027 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.


ინფორმაციულ განახლებად არ ჩაითვლება განთავსებული მასალის ტექნიკური რედაქტირება.

მიღებული ცვლილება არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებას, ჰქონდეთ ვებსაიტები და აპლიკაციები.


​ამასთან, დადგინდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება დისკრიმინაციად.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ზურაბ ქადაგიძე, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, სავალან მირზოევი და თორნიკე ფაღავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R