საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარული სხდომები 04 მარტი 2025
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.


პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.


კანონპროექტი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.


მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფინანსდებოდა უცხო ქვეყნის მიერ და მათი მხრიდან ხდებოდა არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არამედ დამფინანსებელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესების გატარება.


„ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ე.წ.USAID-ის სკანდალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. გამოვლინდა, რომ არა მხოლოდ USAID, არამედ სხვა ფონდები როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსებასა და რევოლუციების მოწყობას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


კანონპროექტით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის სავალდებულოობა აღარ იარსებებს.


აგრეთვე, პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა.


ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R