საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 08 თებერვალი 2023
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, 90 ხმით ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომელიც „გენდერული კვოტირების“ წესს შეეხება.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება შეეხება „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლს. მისი თქმით, ცვლილება ძირითადად ორ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.


„მოქმედ კანონმდებლობაში საუბარია ამ კვოტების თაობაზე 2032 წლამდე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვადა გადავწიოთ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში. ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს მამაკაცი. გენდერული კვოტის გაზრდისა და ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მამაკაცის გასვლის შემთხვევაში მოხდეს მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით ავტომატურად, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


გივი მიქანაძის განცხადებით, გასულ წელს, საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში, სამუშაო ჯგუფმა ცვლილებების საკმაოდ მოცულობითი პაკეტი მოამზადა, რომელიც შემდგომ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ODIHR-ს წარედგინა და მათი დასკვნის საფუძველზე მაქსიმალურად მოხდა რეკომენდაციების გათვალისწინება.


მისი თქმით, ცვლილებების მიღებით მოხდება „საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ჰარმონიზაცია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R