საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მიიღო

პლენარული სხდომები 06 ოქტომბერი 2023
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.
 
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის გაცხადებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების თანახმად: 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება და განისაზღვრება 6,5%-ის ოდენობით; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,1%-ის ოდენობით; ასევე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 520,0 მლნ ლარით, საიდანაც 420,0 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 100,0 მლნ ლარი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.
 
მისი თქმით, ვალის აღების მაჩვენებელი მცირდება 363,0 მლნ ლარით და სწორედ ეს არის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი მიმართულება.
 
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 431,2 მლნ ლარით და ჯამურად იქნება 22 311,3 მლნ ლარი.
 
ცვლილებების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება - 47,0 მლნ ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებები - 34,0 მლნ ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 23,0 მლნ ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 20,0 მლნ ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს - 10,0 მლნ ლარით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება - 21,2 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან.
 
ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R