საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 88 ხმით მიიღო

პლენარული სხდომები 07 Sep 2022
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 88 ხმით მიიღო

პარლამენტმა, 88-ხმით, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.


„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება, დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.


„ეს არის ცვლილება რომელიც დაკავშირებულია 12-პუნქტიანი გეგმის მეთორმეტე საკითხთან და სახალხო დამცველის არჩევას უკავშირდება. მოქმედ სახალხო დამცველს მოქმედების ვადა ეწურება მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამოცანა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განვახორციელოთ პროცედურების ისე დაგეგმვა, რომ დროულად, ამ თარიღებამდე უზრუნველვყოთ პროცესი სწორედ იმ სტანდარტებისა და იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია თორმეტპუნქტიანი გეგმის ფარგლებში და ამავდროულად ამ საკითხის მარეგულირებელი და მომწესრიგებელი არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მან წარმოდგენილი ცვლილების არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტით დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.


პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა.


პროექტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც მიმართავს საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს არჩევის პროცესში პარლამენტისთვის კანდიდატურების მრავალფეროვნების შექმნას. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოხდება საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა.


მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გამოითქვა მოსაზრებები.


მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა 88 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.


დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა კენჭისყრით მიიღო გუშინ, მესამე მოსმენით განხილული კანონპროექტთა პაკეტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R