საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პლენარული სხდომები 07 ოქტომბერი 2022
პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინა.

 

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 666 განცხადება შევიდა, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 11 126 ზარი განხორციელდა.

 

„სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში გამოვლენილია დისკრიმინაციის 161 ახალი შემთხვევა. სახალხო დამცველმა ისაუბრა სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიული დაწესებულებები და მასში განთავსებული პაციენტების უფლებრივ მდგომარეობაზე, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევებზე, გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობებზე, სასამართლოს სისტემაში უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების ფორმებზე, სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე.

 

სახალხო დამცველის თქმით, საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები. ნინო ლომჯარიამ გამოხატვის თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საქმიანობა საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ.

 

მან ასევე ისაუბრა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის, ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე.

 

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, საანგარიშო წელს აქტუალური იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესები.

 

სახალხო დამცველმა ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობა შეფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხანდაზმულები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

 

მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R