საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 29 დეკემბერი 2021
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით, 13 წინააღმდეგ მიიღო.

 

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

 

„საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება ორი დამოუკიდებელი სამსახურის ინსტიტუციური მოწესრიგება, რომელთაგან ერთი იქნება პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და დამუშავებაზე, ხოლო მეორე იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუცია გამოძიების ნაწილზე, გარკვეულ სამოხელეო დანაშაულებებთან მიმართებაში და ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობის სტანდარტით. ეს მოდელი იქმნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის წარდგენისას, ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.

 

სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალშექმნილ სამსახურში დასაქმებას ითვალისწინებს.

 

მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ინიცირებულ პროექტში მეორე მოსმენით მიღებამდე აისახება.

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის ცხრა დეპარტამენტი, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. გვქონდა კონსულტაციები, შემუშავებულია პროექტი და გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში. რაც შეეხება, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში. შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშირდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით შვიდი დეპარტამენტია დატვირთული. ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R