საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 22 ივნისი 2022
პარლამენტმა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და კენჭისყრის შედეგად „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი 75 ხმით, 15-ის წინააღმდეგ, ხოლო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი - 74 ხმით, 17-ის წინააღმდეგ მიიღო.


საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ბათუმში ავარიული ბინების პრობლემის გადაჭრას ემსახურება. მისი თქმით, სახლების დიდი ნაწილი, რომლებიც გამაგრებას არ ექვემდებარება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ამ დროისთვის მომზადებულია 118 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნა, რომლებიც წარმოადგენს საფრთხის შემცველ საცხოვრისს, რომლებშიც დაახლოებით 3000 ოჯახი ცხოვრობს.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავებული იქნა ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული იქნა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამაც, მაგრამ მხოლოდ ამ პროგრამების გამოყენებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ვერ განხორციელდება და, შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მათ შორის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობით მოხდეს. სწორედ აქედან გამომდინარე მომზადდა ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში.


კანონპროექტით, შემოდის ასევე რეგულაცია, რომლის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ვიდრე დამტკიცდება ბათუმის გენგეგმა.


საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემა მასშტაბურია, მოსაგვარებელია, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკებიც, რაც მუნიციპალიტეტის მერისთვის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭებას უკავშირდება, შესაბამისად, სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები.


როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ გარკვეული შენიშნები უკვე გაითვალისწინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზეც გააგრძელონ მუშაობა.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ყველა პრობლემური საკითხი არ იქნება დახვეწილი და ყველა რისკი არ იქნება დაზღვეული, კანონპროექტი საბოლოო მხარდაჭერას ვერ მიიღებს, პრინციპების დონეზე კი მას მხარი უნდა დაუჭირონ.


საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R