საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 28 მაისი 2025
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით მიიღო.


საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.


მინისტრის მოადგილის თქმით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ.


კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ცვლილება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით არიან ჩარიცხულები. ამასთან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.


აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ მოიპოვონ სასწავლო გრანტი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R