საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

პლენარული სხდომები 06 თებერვალი 2024
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.


„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.


სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე.


მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა.


„საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს.


კერძოდ, იძლევა უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გამყარების შესაძლებლობას.


მისივე თქმით, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს გარდაქმნით არის შესაძლებელი ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერება და დიასპორის დაბრუნება.


„ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა ტრიბუნიდან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროპული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება.


სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას და დიასპორაში მყოფ მოქალაქეებსაც მიმართა და ქვეყნის მომავლის შექმნის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.


​მისი თქმით, ევროპული მოდელის მისაღწევად მნიშვნელოვანია ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის აარსებს საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს.


„როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, ჩემი როლი უცვლელი იქნება: ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


​პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ ტრიბუნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ხელმძღვანელებს დაეთმოთ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R