საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებები 05 მარტი 2020
პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის - „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ საკითხის წარდგენისას აღნიშნა, რომ მსგავს კანონს დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად არ იცნობს და წარმოდგენილ ინიციატივას შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის.

„საქართველო როგორც ზღვისპირა ქვეყანა, ასევე საკმაოდ მდიდარია მდინარეებით, წყალსატევებით, ტბებით და ეს ბუნებრივი რესურსი ჩვენ საშუალებას გვაძლევს ქვეყანაში განვავითაროთ აკვაკულტურა. ეს ხელს შეუწყობს ახალი დარგის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, რისი რესურსი და პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია. აკვაკულტურის განვითარება ქართულ ეკონომიკაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წილს შეიტანს და, ბუნებრივია, დასაქმების კუთხითაც დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა სულხან მახათაძემ.

შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ზურაბ დეკანოიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა და მისი მიღების წინაპირობებისა და კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე ესაუბრა. 

როგორც ზურაბ დეკანოიძემ განაცხადა, აკვაკულტურა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო თვალსაზრისითაც და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც, ვინაიდან ის წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს არა მხოლოდ მატერიალური რესურსების წარმოების, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ დასაქმების, შემოსავლების კუთხითაც. მან ყურადღება გაამახვილა ზოგად ასპექტებზე, მსოფლიო ტენდენციებზე, საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივებზე, ამ დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობაზე. 

მისი თქმით, ვინაიდან აკვაკულტურა ზოგადად არის წყლის ორგანიზმების კულტივირება, მოშენება ბუნებრივ ან/და ხელოვნურ წყალსატევებში შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნური ჩარევის ფორმით, ამგვარ რეგულირებებს, ბუნებრივია, სჭირდება სახელმწიფოებრივი ზრუნვა, თანადგომა, გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ დარგი არ იყოს თვითდინებაზე მიშვებული და სახელმწიფო სტრატეგია არსებობდეს ამ სფეროში. ამგვარად, მისივე თქმით, საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის შემთხვევაში პირდაპირი საფრთხე არსებობს გარემოსათვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებისა და ყოველივე ამის გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა კიდეც კანონპროექტი. ზურაბ დეკანოიძემ კანონპროექტის პრინციპებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ყველა ტიპის აკვაკულტურის განხორციელების შესაძლებლობას უშვებს.

დეპუტატების აზრით, აღნიშნული სფერო რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, სადავო არაა, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. 

კანონპროექტი რამდენიმე კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა, უახლოეს პერიოდში მასზე წამყვან კომიტეტშიც იმსჯელებენ, რის მერეც წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას. კანონპროექტის ავტორები მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისათვის, რათა საბოლოოდ ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
13 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
21 თებერვალი 2020

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
24 იანვარი 2020

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას „მწვანე ინიციატივები“ გააცნო
10 ნოემბერი 2019

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას „მწვანე ინიციატივები“ გააცნო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R