საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პეკინში ორი ქვეყნის პარლამენტების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2023
პეკინში ორი ქვეყნის პარლამენტების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების შეხვედრა გაიმართა

ჩინეთში, ქალაქ პეკინში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან.


შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროში.


საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივლისში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან განხილულ იქნა ორ ქვეყანაში გაცემული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ურთიერთაღიარება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დიპლომების გაცემის ხელშეწყობა.


ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლუო შუკანგის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული დელეგაციის ვიზიტს.


გამოითქვა სრული მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძემ ჩინელი კოლეგა კომიტეტის წევრებთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოში მოიწვია.

 

ვიზიტის სავარაუდო პერიოდად 2024 წლის პირველი ნახევარი განისაზღვრა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წარმოდგენილი არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე, დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
15 ივნისი 2026

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა
15 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
15 ივნისი 2026

დავით მათიკაშვილი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
15 ივნისი 2026

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R