საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები 05 May 2023
რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

4-5 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ანკარაში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტის დიპლომატიის როლი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

4 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის სახელით რამაზ ნიკოლაიშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა:
„საქართველო, როგორც ბისეკის და პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდად არის დაინტერესებული ამ ორი ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებითა და წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებით.

სამწუხაროდ, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მცდელობებისა ჩვენ ვდგავართ ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე, კერძოდ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს არამარტო გაეროს არამედ თავად ბისეკის და პაბსეკის ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას. ეს ორგანიზაცია ისწრაფვის, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეგიონად, როგორც ეს ბისეკის ქარტიაშია აღნიშნული. თუმცა მიმდინარე ომსა და ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში მივყავართ დამანგრეველ შედეგებამდე ჩვენს რეგიონში.

ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები არა მხოლოდ აფერხებს შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ძირს უთხრის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას. ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე“.

ზედიზედ მეორედ ასამბლეამ, საქართველოს დელეგაციის ჩათვლით, მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა ორხმრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენტოფთან სადაც განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრა ასევე გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელთან ანა პურტოვასთან. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R