საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 27 იანვარი 2026
რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის წევრმა თორნიკე ფაღავამ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.

მოხსენებისას რატი იონათამიშვილმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებებისადმი მტკიცე ერთგულებას, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციურ გარანტიებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას. რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიღწეული პროგრესი მოიცავს კარგი მმართველობის, საკუთრების უფლების დაცვის, ეკონომიკური სტაბილურობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიის პლურალიზმის, ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინკლუზიური პოლიტიკური წარმომადგენლობის მიმართულებებს, რაც ასახულია წამყვან საერთაშორისო ინდექსებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.


კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ძლიერი ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში, რომლის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ეროვნულ ანგარიშს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ, წელს საქართველოდან მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R