საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოს ანალიზი გააცნო

მედია და საზოგადოება 31 Mar 2022
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოს ანალიზი გააცნო

კულტურის კომიტეტს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხათუნა კვიციანმა დეპუტატებს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების ანალიზი გააცნო.


ხათუნა კვიციანის განცხადებით, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ჰონორარების განაწილების კუთხით, კომიტეტს 300-ზე მეტმა ავტორმა მიმართა. შესაბამისად, გაიმართა საკომიტეტო მოსმენა, ავტორების, „საქპატენტისა“და კოლექტიური მართვის ასოციაციების წარმომადგენლების ჩართულობით.


აღნიშნულ კომიტეტის სხდომაზე დაფუძნდა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტები და პარლამენტის წევრები არიან.


„კვლევის პროცესში გამოიკვეთა განსხვავებული ხედვები და მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საფუძვლიანი კვლევის საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის, USAID-ს მივმართეთ“, - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.


მისი თქმით, კომიტეტი არ გეგმავს ახალი კანონის შემუშავებას და ორიენტირებულია მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებაზე.


მისივე თქმით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი რეალურად კარგად მუშაობს, თუმცა, ამ პრინციპის ფორმის დახვეწაა საჭირო.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონი ყველა მოსარგებლისთვის უნდა იყოს სამართლიანი.


შეხვედრაზე მოსაზრებები გამოთქვეს იურისტმა და დარგის სპეციალისტმა, მიხეილ ჭიღლაძემ, USAID-ის წარმომადგენელმა თათია ბაციკაძემ.


მათ ისაუბრეს კონკრეტულ აქტივობებზე, კვლევის პროცესსა და სამუშაო ჩარჩოზე.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა CLDP-სთან (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) ერთად, განახორციელებს კვლევას აღნიშნული მიმართულებით.


​დისკუსიის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობაზე.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კანონებით და ჩვენი მონდომებით ქართული კულტურისთვის, რაზეც ქვეყნის სულიერება დგას. სწორედ ამისთვის დაარსდა ჩვენი კომიტეტი და შექმნა სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 Jul 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R