საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს

მედია და საზოგადოება 04 მაისი 2022
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
 
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად და მასზე არ გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი იმ შემთხვევაში, თუ მას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებით საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
 
„დასაშვები იქნება აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იმავე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების, ასევე, საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც“, - განაცხადა მომხსენებელმა.
 
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. ასევე, ზუსტდება საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი. საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება.
 
კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. დეპუტატებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები.
 
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საჭირო გახდა საკითხის ახალი რეგლამენტაცია, რადგან არსებობს აღნიშნული შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და გარკვეული სიმულაციების პრაქტიკა.
 
„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შეგვიძლია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშიც გავაგრძელოთ და პლენარულ სხდომაზეც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R