საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მედია და საზოგადოება 22 Jun 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.


მომხსენებელმა, საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნის წელი იყო. 2024 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა საპენსიო ფონდის მმართველობითი სტრუქტურა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. შეიცვალა საპენსიო სააგენტოს სახელწოდება და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა - სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით, ფონდის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოდ განისაზღვრნენ აღმასრულებელი დირექტორები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. მმართველობითმა საბჭომ, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობა დაიწყო 2025 წლის 1 მარტიდან. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მმართველობითი საბჭოს მიერ შეიქმნა და დაკომპლექტდა კანონით განსაზღვრული კომიტეტები“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ. 

მისი თქმით, 2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდი ლარით მეტია. 

„აქტივების ზრდა განპირობებული იყო როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს — 796 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ფონდის დაარსებიდან დღემდე დაგენერირებულმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე გაიზარდა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა რაოდენობა. სისტემას 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე დაემატა და 25 ათასზე მეტი დამსაქმებელი. ეს ძირითადად გამოწვეული იყო ახალი დეკლარირების სისტემით. შესაბამისად, დღეს   რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა. 2025 წელს 11,367 პირზე გაცემული პენსიებისა და საპენსიო აქტივების მოცულობამ 62.8 მილიონი ლარი შეადგინა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, 2025 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულებების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა და მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

გიორგი ჭიჭინაძემ ასევე ისაუბრა საპენსიო ფონდის საოპერაციო, საინვესტიციო საქმიანობაზე, მონიტორინგსა და სხვა საკითხებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 Jun 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

მსგავსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
22 Jun 2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
22 Jun 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა
22 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა
22 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R