საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილეს

მედია და საზოგადოება 03 მარტი 2023
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრების ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ განიხილეს.


კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს და მასში განსაზღვრულია უცხოური ძალის აგენტის ცნება და მისი რეგისტრაცია.


„სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პრინციპების დონეზე მიგვეღო ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით, შემდეგ უკვე განვაცხადეთ, რომ კანონპროექტებს გავგზავნით ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენა არ იქნება, სანამ ვენეციის კომისია არ წარმოადგენს დასკვნას, რითაც პრაქტიკულად უზრუნველვყავით, რომ ნებისმიერი სპეკულაცია, რომ ან ერთი ან მეორე კანონპროექტი არის რუსული - დასრულებულიყო,“ - განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა.


კანონპროექტის დასახელების შეცვლის ინიციატივით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი გამოვიდა.


მისი თქმით, მისთვისაც დისკომფორტული და შფოთვის საგანია „უცხოური გავლენის აგენტის“ დასახელება.


„მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი, მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტაცია,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.


გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტებს და განსახილველად გადასცეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.


სხდომის დასასრულს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პირობით, რომ გადაიხედება ტერმინები და გაიმართება შესაბამისი დისკუსიებიც.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R