საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთში, ქ. ბელგრადში იმყოფება.
 
ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარინა რაგუშთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე შეხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩს და კომიტეტის წევრებს.
 
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები მიმოიხილეს. მათ შორის ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, მათ შორის უახლოეს მომავალში გაიხსნას სრულფასოვანი საელჩოები ორივე ქვეყანაში.
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასა და ამ გზაზე განსახორციელებელი რეფორმების საკითხებზე და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.
 
მხარეები მიესალმებიან სერბული ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც ოპერირებას დაიწყებს 15 ივნისიდან და რეგულარულ რეისებს შეასრულებს ბელგრადი-თბილისის მიმართულებით.
 
„საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, უპირობოდ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში. იმედი გვაქვს, უახლოეს თვეებში თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცევა სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ვაჭრობის, ტურიზმის ზრდის პერსპექტივა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სერბი კოლეგები ოფიციალური საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეხვდნენ ეუთო-ს და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში სერბეთის დელეგაციების წარმომადგენლებს და განიხილეს საპარლამენტო ასამბლეების ფორმატში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.
 
შეხვედრა ასევე გაიმართა სერბეთის საერთაშორისო პოლიტიკის და ეკონომიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
08 ივნისი 2026

საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R