საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 24 მაისი 2023
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეხვედრები გამართა.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ალისია ქერნზს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, რობინ უოკერს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.


​საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ნატო-ს გაფართოებაზე და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაზე.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მიმდინარე წელს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.


საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა განათლების გაციფრულებაზე, რაც განათლების სფეროში ელექტრონული სისტემების განვითარებას გულისხმობს.


ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ბრიტანელ კოლეგებს გააცნეს ის პროექტები და გეგმები, რომელიც ქვეყანას აქვს, მათ შორის, განათლების კოდექსის მიღებასთან, პროფესიული განათლების შესაძლებლობების განვითარებასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით.


შეხვედრა ასევე გაიმართა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე საქართველოსთვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირში გაწევრიანება, რეგიონში და სამეზობლოში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია.


​შეხვედრაზე ისაუბრეს დიდ ბრიტანეთში მოახლოებულ არჩევნებზე და ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, ასევე, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრის მიდგომაზე, როგორც უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან, ასევე ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


​დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R