საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2024
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს მოუსმინეს.


„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 30 წელია საქართველოს მხარში უდგას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტის მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერის და, რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით. კომიტეტის სახელით მინდა ყოველივე ამისთვის ელჩს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელს ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.


ელჩმა სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს არც ერთი ქვეყანა ისე მყარად არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები.


„ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხვედრივარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.


როგორც ელჩმა აღნიშნა, მას შეხვედრა ჰქონდა ახალ პრემიერ-მინისტრთან, სადაც სტრატეგიული ურთიერთობების, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, შუა დერეფნის, სამხედრო თავდაცვითი ურთიერთობების გამყარების, ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.


ელჩმა ქევეყანას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.


რობინ დანიგანის თქმით, საქართველოში მისი ელჩად დანიშვნის შემდგომ იგი ბრიუსელში ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გაემგზავრა.


დიპლომატმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანი.


ელჩმა თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა დაასახელა.


მან ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით გაწეულ დახმარებაზე.


ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიერ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.


რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R