საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას“ მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2023
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას“ მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილეს.


საკითხი განსახილველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალვერდ ჩანქსელიანმა წარადგინა.

კონვენციის მიზანია  ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების ანთროპოგენული ემისიისა და გაჟონვისაგან.

„სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კონვენცია შესაბამის მხარეებს მოუწოდებს მიიღონ და განახორციელონ მარეგულირებელი და პოლიტიკური ზომები, რაც ითვალისწინებს ვერცხლისწყლიდან და მისი ნაერთებით ვაჭრობის გამოყენებასა და მათ მიწოდებაზე კონტროლს“, - განაცხადა მომხსენებელმა.  

მისი ინფორმაციით, კონვენციის ძირითადი მუხლები ეხება ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას,  ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების შემცველი გაფრქვევების კონტროლს, წყალში და ნიადაგში მისი გაჟონვის კონტროლსა და შემცირებას, ოქროს კუსტარული მოპოვების დროს ვერცხლისწყლის გამოყენების შეზღუდვას და ა.შ.

მისივე თქმით, კონვენცია ასევე მოიცავს მნიშვნელოვან მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, კონვენციიდან გამომდინარე,  ცვლილებები შედის „გარემოს დაცვის შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“.

ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით, ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება  გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 4000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო ოქროს მოპოვების ან გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას მხარი დაუჭირა.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.


კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას მარიამ ლაშხი დაიკავებს.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების“ და  „მუდმივმოქმედი დელეგაციების“ შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R