საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 06 Mar 2023
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და დელეგაციის წევრები იმყოფებიან.


ვიზიტის პირველ დღეს, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა.


სხდომა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა, რომელმაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა როგორიცაა: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ახალ გეოპოლიტიკურ წეს-წყობილებაში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და მის მიერ გამოწვეული შედეგები გლობალურ და რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიისთვის ახალი შესაძლებლობები და სამმხრივი საკანონმდებლო ფორმატის ეფექტური გამოყენების გზები.


ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამის ფონზე, მადლობას ვუხდი თქვენს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს - საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში წარმოდგენილი რეზოლუციების და პოლიტიკური დეკლარაციების მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


​ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.


აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.


შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და ალექსანდრე მოწერელია მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 Jul 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R