საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
აპარატი 01 აპრილი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვითარებას და მათ აქტიურ ჩართულობას საჯარო სამსახურში.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა 2026 წლის 1 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით (მისამართი: [email protected]).
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (https://parliament.ge/internships).
