საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 23 Feb 2022
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა

ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო მონაწილეობა.


პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს.


პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“. დოკუმენტი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო დაწესებულებებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას.


ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“, რომლის თანაავტორები არიან საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე, და ევროპარლამენტარი ბრონის როპე.


კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი საქართველოს მხრიდან თანაავტორის სახელის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა წარადგინა. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის მნიშვნელობას ევროპის მწვანე შეთანხმების კონტექსტში. დოკუმენტი ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებს.


ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს.


სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“, სადაც განხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და ვაქცინაციის პროგრამების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკა.


კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია დაამტკიცებს.


ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 Jul 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 Jul 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 Jul 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R