საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

თავმჯდომარე 10 თებერვალი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები, მიღებული შედეგები და ის სამომავლო გეგმები იყო, რომელშიც კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებსა და იმ მხარდაჭერას, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში წლების განმავლობაში ახორციელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.

„მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უდიდესი მხარდაჭერა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე რეგიონულმა დირექტორმა იმ ამბიციურ გეგმებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში გეგმავენ. საუბარია როგორც ვაქცინაციის პროცესებზე, ასევე, პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირების და აღდგენის პროგრამებზე“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

თავმჯდომარის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს საპარლამენტო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

კახაბერ კუჭავამ სებასტიან მოლინეუსს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს და აერთიანებს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს, ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R