საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 08 სექტემბერი 2021
საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა.

 

„სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

 

მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს.

 

გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა.

 

„დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

კონგრესმენმა, ალექს მუნიმ კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

 

მისი თქმით, ამერიკული მხარისთვის ცნობილია, რომ საქართველო ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან.

 

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში. ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა, ალექს მუნიმ.

 

ამერიკელმა სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე, კიდევ ერთხელ ეწვევა.

 

„საქართველოში ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ვიმყოფები, რათა შევხვდე ჩვენს მეგობრებს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში, პირველად ორი წლის წინ, ადამ კინზინგერთან ერთად ვეწვიე თქვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ჩვენ ვართ აშშ-საქართველოს ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებს“, - განაცხადა ალექს მუნიმ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს.

 

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R