საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის წევრის გოდერძი ბუკიას შეხვედრა ხობის რაიონის სტუდენტებთან

მედია და საზოგადოება 13 Jun 2011
საქართველოს პარლამენტის წევრის გოდერძი ბუკიას შეხვედრა ხობის რაიონის სტუდენტებთან

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, წარმოშობით ხობელ სტუდენტებს შეხვდა დღეს პარლამენტის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია. ახალგაზრდები  მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა მახარე ბუკიამ დალოცა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.

ხობის რაიონის გამგებელმა, იგორ ტყებუჩავამ დეპუტატს და სტუდენტებს რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვითრების მიმართულებით განხორციელებული მიმდინარე და პერსპექტიული პროექტები გააცნო. ისაუბრა ამ პროექტებში ახალგაზრდობის ჩართულობაზე.

დეპუტატმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც რაიონის მოსახლეობის და კონკრეტულად ახალგაზრდობის პრობლემებს შეეხებოდა. გოდერძი ბუკიამ ხელმოკლე ოჯახების სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების მოძიების საკითხებზე ისაუბრა. ასევე საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პერსპექტივებს. სტუდენტებმა რაიონში კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით საკუთრ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაბამის მხარდაჭერას საჭიროებენ.

გოდერძი ბუკიამ ახალგაზრდებს  მხარდაჭერა აღუთქვა პროექტების განხორციელებაში, რაც ხობის რაიონის სულიერ და კულტურულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დეპუტატის განცხადებით უახლოეს მომავალში  რაიონში ახალი საწამოები ამოქმედდება, რაც რაიონის მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს  და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას,  მან მოუწოდა სტუდენტებს დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში და მიღებული ცოდნა მის განვითარებასა  და წინსვლას მოახმარონ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
15 Jun 2026

შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 Jun 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R