საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2021
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან, დერეკ მიტჩელთან.

 

შეხვედრები ასევე, გაიმართა კონგრესმენ ერიკ სვოლველთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთან შეხვედრისას იმ რეფორმების დღის წესრიგზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სხვდასხვა მიმართულებით გააჩნია მათ შორის, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას.

 

მხარეებმა ასევე, განიხილეს საარჩევნო რეფორმის საკითხები და ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე.

 

პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) საქართველოს პარლამენტის და ზოგადად ქვეყანას აქტიური დახმარებისთვის.

 

NDI-ის დირექტორის, დევიდ მიტჩელის განცხადებით, საქართველო მათთვის პრიორიტეტული ქვეყანაა.

 

მან გამოთქვა სურვილი, რომ მომავალშიც ჩაერთონ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებში და დაეხმარონ საქართველოს იმ მიმართულებით, რასაც ჩვენი ქვეყანა ჩათვლის საჭიროდ.

 

ერიკ სვოლველთან შეხვედრისას, მხარეებმა უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

 

კონგრესმენმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, აღნიშნა რომ ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ხმა მიაწვდინოს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან მეტი დახმარება მიიღოს.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენებთან ალექს მუნთან, დევიდ მილერთან, რონალდ ჯინ იესტესთან, ენდი ჰარისთან, ჯონ როუზთან და ენდრიუ კლაიდთან.

 

შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R