საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე ქურასბედიანი ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE)-ს მიერ ორგანიზებულ ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტს დაესწრო

მედია და საზოგადოება 29 სექტემბერი 2023
სალომე ქურასბედიანი ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE)-ს მიერ ორგანიზებულ ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტს დაესწრო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი ზალცბურგში რეინდუსტრიალიზაციისა და კლიმატის ცვლილების შესახებ მე-19 ევროპულ სამიტს დაესწრო.


მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში სალომე ქურასბედიანმა ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.


„საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ასოცირებულ ტრიოს შორის მოწინავე ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც, მიუხედავად პანდემიისა და ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, აგრძელებს პროგრესს და ეკონომიკურ განვითარებას. ვფიქრობთ, სწორედ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ინსტიტუციები მოგვცემს შესაძლებლობას ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ“, - აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.


სამიტის მონაწილეებს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მიესალმა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას.


სამიტი ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE)-ს მიერ იყო ორგანიზებული. სამიტი ზალცბურგში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეეხებოდა კლიმატის ცვლილებასთან, ევროკავშირის გაფართოებასთან, რეგიონალიზაციას და გლობალიზაციასთან და უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს.


სამიტში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R