საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს

მედია და საზოგადოება 07 დეკემბერი 2021
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთან.

 

მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელიც შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით გადადგას.

 

შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას.

 

ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებაზე.

 

აღინიშნა, რომ აშშ მზად არის საქართველოსთვის დახმარების გასაწევად.

 

შეხვედრებისას, ასევე, მიმოიხილეს სხვადასხვა გზები ამ დახმარების აღმოსაჩენად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული და სანდო პარტნიორი რეგიონში და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო, რომელსაც შესწევს უნარი, რომ დასავლური ღირებულებები დაიცვას რეგიონში.

 

„საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირეა, რომელიც დაგვეხმარა ავღანეთში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონულ პრობლემებზე. გვსურს ამ პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება. ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავებაზე და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე,“- განაცხადა კონგრესმენმა ადამ სმიტმა.

 

მისი განცხადებით ყველა ევროპელი მოკავშირე და შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდენ და ერთად შეეცადონ რუსეთის შეკავებას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

 

შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თემაზე ისაუბრეს.

 

ხაზი გაესვა წევრობის პროცედურის დაჩქარების აუცილებლობას.

 

ქართულმა მხარემ კონგრესმენებს სთხოვეს, მეტი ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ში მალე გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებები შეაჩეროს.

 

პარლამენტის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ანექსიის მიმართულებით რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

 

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობასთან.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R