საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 12 აგვისტო 2022
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
 
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან ნა მასონდოსთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პარლამენტში მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან.
 
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
 
სამხრეთ აფრიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნული საბჭოს სპიკერს ნა მასონდოს და მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელობას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით.
 
სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა.
 
სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში.
 
„ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა. გვქონდა საინტერესო შეხვედრები სამხრეთ აფრიკელ კანონმდებლებთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი კავშირების გაძლიერების სხვადასხვა გზები. გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღება. სამხრეთ აფრიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და მომავალში ვგეგმავთ, რომ ვუმასპინძლოთ მათ თბილისში და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ასევე მივიღეთ დადასტურება იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა ერთგული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპტაუნში.
 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R