საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2021
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს.


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანახელმძღვანელთან, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან, ასევე, კონგრესმენებთან სტივ შაბოსთან, დევიდ სისილინთან და დონ ბეიკონთან.


საუბრის ძირითადი საკითები იყო უსაფრთხოება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. პარლამენტის წევრებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ლობირებაში, რათა გაწევრიანების პროცესი მალე დასრულდეს.


შეხვედრებზე რეგიონში არსებული მძიმე ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.


განიხილეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები. აღინიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში და რომ საქართველო იმსახურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლაში რუსეთის აგრესიული გეგმების წინააღმდეგ.


დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის და მისი გეგმების შესახებ, რომ დაამყაროს სრული კონტროლი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.


ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ აღუთქვეს დახმარება ქართულ მხარეს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში და აღნიშნეს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


„კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მათთვის“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.


„სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის სტრატეგიის განსახილველად საქართველოს წარმომადგენლებს დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიასა და ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდი. სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა შეჭრა ძვირი გავხადოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“, - განაცხადა დონ ბეიკონმა.


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R