საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდისა და დახვეწის მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის

მედია და საზოგადოება 28 ოქტომბერი 2022
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდისა და დახვეწის მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას და დახვეწას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო.


 „კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში ხორციელდება. მესამე მოსმენისთვის გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნები გამოითქვა, რაც პროექტში აისახა. შინაარსობრივი ცვლილება მესამე მოსმენისთვის არ გამოთქმულა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.


სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს.


პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, სხდომაზე შალვა შავგულიძემ წარადგინა.


მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, თუ წამყვანი კომიტეტი ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში არ განიხილავს კანონპროექტს, სესიის ვადის ამოწურვის შემდეგ, დოკუმენტი გაწვეულად არ ჩაითვლება, როგორც ეს მოქმედ რეგლამენტშია გაწერილი.


 ინიციატორს ექნება უფლება პროექტი პლენარულ სხდომაზე წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე გაიტანოს განსახილველად.


როგორც კომიტეტის სხდომაზე განმარტეს, მოქმედ რეგლამენტში უკვე არსებობს შესაბამისი რეგულაცია, და კანონპროექტი კომიტეტის განხილვის გარეშე გადის პლენარულ სხდომაზე.


კერძოდ, თუ წამყვანი კომიტეტი დადგენილ ვადაში არ იხილავს საკითხს, შესაძლებელია ბიუროს წინაშე საკითხის დაყენება, რათა ის ბიუროს გადაწყვეტილებით პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩაეწეროს.


​აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R