საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2024
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პარლამენტის მიერ გუშინ, მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე ისაუბრეს.


დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.


„პირველი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ევროპული მომავალი და ევროპული პერსპექტივა. მეორე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ბუნებრივია, შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.


პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ის ევროპელ სტუმრებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისივე შეფასებით, გასაგებია „ქართული ოცნება“ რა მიმართულებით მიდის და ახლა ოპოზიციას თავის საქმე აქვს გასაკეთებელი.


„საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ძალიან მკაფიოა, რომ რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ამ კანონს ვერ გააკეთილშობილებს. კანონი ფუნდამენტურად შეუსაბამო დოკუმენტია. მეორე, სტუმრები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის, ევროპული ღირებულებების და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული“,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


როგორც პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კანონში შესწორების ან ცვლილების შეტანა შედეგს ვერ მოიტანს.


„ძალიან საიმედო მესიჯი იყო ის, რომ ამ კანონის მიღებით არაფერი არ მთავრდება, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებზეც ჩვენს გვერდით იქნებიან“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას თინათინ ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, დავით უსუფაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ფრიდონ ინჯია, ნიკა მაჭუტაძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი და ჰერმან საბო დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R