საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ პეკინში ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 18 დეკემბერი 2014
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ პეკინში ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა გამართა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის პეკინში ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა რკინიგზის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, იმპორტ-ექსპორტისა და კვების პროდუქტების გადამუშავების სფეროში მოღვაწე ჩინეთის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომელიც ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

დავით საგანელიძემ კორპორაციების წარმომადგენლებს საქართველოში განსახორციებელი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ბიზნესმენები საქართველოში ვიზიტით მოიწვია და სასურველი შეხვედრების დაგეგმვა შესთავაზა.

დავით საგანელიძის განცხადებით, მისი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის ამოცანაა საქართველო-ჩინეთს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების დაახლოებას და ჩინური კომპანიებისთვის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებას.

დღესვე ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ჟოუ ლის შეხვდა.
მხარეებმა მომავალ წელს ჩინეთში ჩანიშნული საქართველოს დელაგაციების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო დელეგაციისა და საქართველოს ბიზნესმენთა ჯგუფის ვიზიტების შესახებ ისაუბრეს და სავარაუდო ვადები და ფორმატი გაწერეს.

ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოში საინვესტიციო პროექტებზე გაზრდილ დაინტერესებაზე ისაუბრა. ჟოუ ლის განცხადებით, მას უკვე მიმართა რამდენიმე კორპორაციის წარმომადგენელმა საქართველოში სამუშაო ჯგუფის გაგზავნის სურვილით.

ჩინეთის სახალხო კრების (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ ჟაო შაოხუასთან შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთს შორის კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები იქნა განხილული, კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივაზე "აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელი". საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

თავის მხრივ, დავით საგანელიძემ ჟაო შაოხუას ჩინეთის სახელისუფლებო პარტიის საგარეო დეპარტამენტთან შეხვედრის შედეგები გააცნო და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ხვალ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგ შანჰაიში გაემგზავრება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R