საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა 10 Dec 2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრეს.

 

„ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მიზანია, შეაფასონ საქართველოში არსებული მდგომარეობა და შესაბამისი მოხსენება მოამზადონ. ამისთვის, ისინი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე მათ გავუზიარეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას უკავშირდება. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა აქტუალურ თემას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან, სადაც ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, რეფორმებზე, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზოგადოებასთან ერთად გატარდა. შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და მათ მივაწოდეთ ის ინფორმაცია და არგუმენტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ საფუძვლიანია და რეალობას ასახავს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 Jul 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

მსგავსი

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 Jul 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 Jul 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
10 Jul 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R