საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილა

თავმჯდომარე 26 აპრილი 2024
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილა
საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილეს.
 
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების ძირითადი არსი გააცნო.
 
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია გაირკვეს, ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს.
 
„ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არჩევნების გზით, გარკვეული პერიოდით, საქართველოში ოთხი წლის ვადით გადასცემს მანდატს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ ხალხის სახელით იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ეს პროცესი არის საზოგადოებასთან უკუკავშირის პროცესი. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია და კანონები გვეუბნება, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც მანდატი, რომელიც პარლამენტის აქვს, ბოლომდე საკმარისი არ არის რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა ხალხთან კიდევ ერთხელ უშუალო კომუნიკაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა ფუნდამენტური საკითხი მოწესრიგებულია კონსტიტუციაში, სადაც ასახულია ჩვენი ღირებულებები - თუ რაზე ვდგავართ, ჩვენი იდეალები - თუ რისკენ ვისწრაფვით, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ძირითადი სტრუქტურა და კონცეფცია. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ღირებულებებს, ამ ღირებულებების დაკონკრეტებას საკანონმდებლო წესით, საჭიროებს თავდაპირველ კონსულტაციას საზოგადოებასთან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ჩვენი კულტურა, ზნეობა და მორალი ვერ შეიწყნარებს იმ ღირებულებებს, რასაც ფსევდოლიბერალური ჰქვია და რაც ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს.
 
დავით მათიკაშვილის განმარტებით, უმცირესობის უფლებები კანონით არის დაცული, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.
 
კონსტიტუციურ კანონპროექტებზე ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: გრეტა წიწავამ, გიორგი ხახუბიამ, მერაბ ქვარაიამ, სოზარ სუბარმა, ფრიდონ ინჯიამ და შალვა კერესელიძემ.
 
კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
 
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
 
კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა 27 აპრილს მესტიაში გაიმართება.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R