საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - 17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით

პლენარული სხდომები 26 ივნისი 2024
შალვა პაპუაშვილი - 17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით

„საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვისთვის დადგენილი მოთხოვნები დაცულია და აღნიშნული კონსტიტუციური კანონების პროექტები მზად არის საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტებისა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს კომისიის მუშაობის შედეგები გააცნო.

 

2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტები. ამ პროექტთან დაკავშირებით 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტმა დადგენილებით შექმნა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

 

აღნიშნული კონსტიტუციური კანონების პროექტები გამოქვეყნდა საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრები ჩაატარა რეგიონებში, კერძოდ, ქუთაისში, ამბროლაურში ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორსა და თბილისში, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კომისიის, ისე პარლამენტის წევრები, აკადემიური, პროფესიული წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ყველა სხდომის ოქმი, ისევე როგორც სრული ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია პარლამენტის საიტსა და youtube არხზე.

 

„გარდა ამისა, 16 მაისს, თბილისში, გაიმართა შეხვედრა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, მათთვის ამ პროექტების გაცნობის მიზნით. ყველა ამ შეხვედრაზე, რომელიც რეგიონებში იმართებოდა, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან ამ პროექტების მიმართ იყო სრული მხარდაჭერა. საერთო ჯამში, შეხვედრებში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი. განხილვის დროს ვეკითხებოდით მონაწილეებს, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და სრული მხარდაჭერა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებითა და ორგანიზებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საყოველთაო-სახალხო დემონსტრაცია. საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში და ამით ფაქტობრივად, შედგა სახალხო რეფერენდუმი ამ პროექტებთან დაკავშირებით. მთლიანად ჩვენმა ქვეყანამ იხილა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ამ კონსტიტუციური კანონის პროექტების კანონით გათვალისწინებული საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულებულად მიიჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R